პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები იკვლევენ დედამიწის გადარჩენის გზებს.ადგენენ მიზეზებს,გამოწვეულ შედეგებს და დაგეგმავენ იმ ღონისძიებებს,რითაც მოაგვარებენ ამ პრობლემას.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ჩამოაყალიბონ ძირითადი მიზეზები:1)რა აწუხებს დედამიწას?
2)რას აკეთებენ მის დასაცავად?
3)ხელს ხომ არ უწყობენ მის განადგურებას?
4)როგორ უშველონ დედამიწას?
მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძებენ ინფორმაციას დედამიწის დაბინძურების გამომწვევ ძირითად მიზეზებზე:1)უადგილო ნაგავსაყრელები;
2)დაბინძურებული ჰაერი;
3)დაბინძურებული წყალი;
4)წიაღისეულისაგან დაცლა;
5)გაჩეხილი ტყე;
6)ოზონის ხვრელები;
ისინი აგრეთვე გადაიღებენ ფოტოებს და მოახდენენ ნამუშევრების პრეზენტაციას.იმსჯელებენ და გამართავენ დისკუსიას პრობლემის მოგვარების გზებზე.მოძიებულ ინფორმაციებს განატავსებენ ინტერნეტში.
მოსწავლეთა ასაკი:9–10წელი
ვადები:24/03/2010–დან 24/05/2010–მდე.
პროექტის შესაძლო აქტივობები:მინი ლექცია;ხატვა;პრეზენტაცია;მოძიებული ინფორმაციების განთავსება ბლოგში.
მოსალოდნელი შედეგები:ცხოვრებისეულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები მოემზადებიან ბუნების გაფრთხილებასა და დაცვისათვის.მოყავთ არგუმენტები,რომლითაც ასაბუთებენ,რომ მათ მიერ წარმოდგენილი პროექტი არსებულ მდგომარეობას გამოასწორებს.
სარგებელი სხვებისთვის;მოსწავლეები მოძიებუკ მასალებს განათავსსებენ სპეციალურ ბლოგში,რომელზეც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს დედამიწის დაბინძურების ძირითადი მიზეზები,შედეგები და პრობლემის გადაჭრის გზები.
სამუშაო ენა:ქართული;
საგანთან/ საგნობრივ ჯჯგუფებთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები იღრმავებენ ცოდნას ბუნებისმცოდნეობაში და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყონებაში.მოსწავლე დაიცავს ბუნებრივ გარემოში უსაფრთხო ქცევის წესებს.
პროექტის ხელმძღვანელი:ნონა ხოზბერუაშვილი.ახმეტის მე–2 საჯარო სკოლის V კლასის დამრიგებელი.
პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა:nona.xozberuashvili3@gmail.com
No comments:
Post a Comment